en
ge

პოლიტიკური პარტიების ქცევის წესების შესახებ ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო. 24 აგვისტოს, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა პოლიტიკურ პარტიათა ქცევის წესებზე ისაუბრეს. აუდიტორიას 17 პუნქტიანი ქცევის კოდექსი ორგანიზაცია „არჩევანის თავისუფლებისთვის" წარმომადგენელმა, გააცნო. 
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „არჩევანის თავისუფლებისთვის" რეგიონულმა წარმომადგენელმა და ადამიანის უფლებათა ცენტრის კორდინატორმა სამეგრელო–ზემო სვანეთში, დავით ფაცაციამ აუდიტორიას გააცნო კვლევა სამოქალაქო საზოგადოების და ასევე მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ წინასაარჩევნო ვითარებაში, რომელიც პოლიტიკური სუბიექტების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს ეფუძნება. მოკვლევის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში საშუალო მაჩვენებლით განისაზღვრა, მხოლოდ გამოკითხულთა მცირე ნაწილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორი ამ მიმართულებით პასიურია. 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)