შიდა ქართლი. 26 ოქტომბერს ცენტრ ,,აფხაზეთის” გორის ოფისმა პროექტის – „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარების"- ფარგლებში სასკოლო საგანმანათლებლო კლუბებში გაერთიანებულ მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოზარდებმა გაიარეს ტრენინგი - ,,ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სოციალური ქსელების გამოყენება”. ტრენინგის მიმდინარეობისას მათ ისწავლეს სტატიის მომზადება სოციალური ქსელის (facebook) გვერდისათვის და ბლოგის (wordpress) შექმნა,
მიღებულ ცოდნას მოსწავლეები გაუზიარებენ სასკოლო (გორის მუნიციპალიტეტის რვა სოფლის საჯარო სკოლა) კლუბებში გაერთიანებულ სხვა თანატოლებს, რისთვისაც მიმდინარე კვირას დაიწყებენ სემინარების ჩატარებას სკოლებში.
ჩატარებულმა ტრენინგმა ხელი უნდა შეუწყოს ბენეფიციარ მოსწავლეთა გააქტიურებას, სოციალურ ინტეგრაციას და მსგავსი ინტერესების მქონე ახალგაზრდებთან დაკავშირებას.
პროექტი დაფინანსებულია USAID-ის მიერ და ხორციელდება UNICEF-ის მხარდაჭერით.