en
ge

„ჯანმრთელი ფილტვები“

იმერეთი. ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით თამბაქოს წინააღმდეგ კამპანია  – „ჯანმრთელი ფილტვები" – გაიმართა. ღონისძიებაზე სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სამიზნე სკოლების მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ფლაერების დარიგება, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში  თამბაქოს მოხმარების აკრძალვის შესახებ,  კანონის აღსრულების მოთხოვნით,  პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება მოეწყო. 
როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, მაკა ხეცურიანი ამბობს, „უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან და მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც  ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ეხება ახალგაზრდებში, აქტიურად გამოეხმაურა".



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)