en
ge

უფასო იურიდიული კონსულტაცია

სამცხე–ჯავახეთი. ახალქალაქის სამართლებრივი ცენტრის იურისტებმა სოფელი ვარევანის მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტ ,,უფასო იურიდიული დახმარება სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი ,,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში ახალციხის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს სამი სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას სთავაზობს: უფასო სამართლებრივ კონსულტაციებს; წერილების და განცხადებების მომზადებას სხვადასხვა სამსახურებში წარსადგენად; ნებისმიერი სახის სარჩელის მომზადებას; სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე სერთიფიცირებული იურისტის უფასო წარმომადგენლობას სასამართლოში, კერძო და საჯარო სამსახურებში; სატელეფონო კონსულტაციებს ON-LINE კონსულტაციას დემოკრატ მესხთა კავშირის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023