en
ge

„ეზოს ისტორიები“

აჭარა. 24 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია „Micro-ფონმა" პროექტის – „ეზოს ისტორიების" ფარგლებში გამართა შეხვედრა, რომელიც ითვალისწინებდა მონაწილე მხატვრების პორტფოლიოების პრეზენტაციას.
„ეზოს ისტორიები" კულტურულ-სახელოვნებო ინიციატივაა, რომელიც მოიცავს ბათუმელი და თბილისელი მხატვრების ერთობლივ შემოქმედებით პროცესს საჯარო სივრცეში.
საჯარო სივრცეს ბათუმის ერთ–ერთი ქუჩა (ახმედ მელაშვილი) და იქ მდებარე რამოდენიმე ეზო წარმოადგენს. პროექტის მიზანია ეზოების მაცხოვრებლებთან მხატვრების შემოქმედებითი თანამშრომლობა, კულტურული მემკვიდრეობის და პერსონალური ისტორიების გაცოცხლება და მისი ტრანსფორმაცია თანამედროვე ხელოვნებაში, რომლებიც თავის მხრივ ასახავს ბათუმის ურბანულ და სოციალურ დინამიკას.
შექმნილი ნამუშევრები გარკვეული დროით გამოიფინება ქუჩასა და ეზოებში, რომლებიც შეცვლიან ეზოების იერსახეს და მობინადრეთა აქამდე უცნობ, კულტურულ, ისტორიულ და ყოფით თავისებურებებს ეზოს ფიზიკურ სივრცეში ხელოვნების ნიმუშების სახით დააფიქსირებენ

 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023