en
ge

პრესკონფერენცია ახალციხეში

სამცხე–ჯავახეთი. 30 ოქტომბერს, ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" იურისტებმა ახალციხეში საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრის მიზანი ,,სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში, პრივილეგიების მინიჭების შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების გაცნობა იყო.  როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, დემოკრატ მესხთა კავშირის ახალციხის სამართლებრივი დახმარების ცენტრის მიმართვა  მთავრობამ დააკმაყოფილა. დადგენილების მიხედვით,  სტუდენტებს, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში იმყოფებიან, სახელმწიფო 160 000 ლარის ფარგლებში  დააფინანსებს. არასამთავრობო ორგანიზაციის  იურისტები განმარტავენ, მოქალაქეების თხოვნით მათ განათლებისა და თავდაცვის სამინისტროებს წერილობით მიმართეს ვითარების შესასწავლად, რომელიც  საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 19 სექტემბრის 866–ე დადგენილებას ეხებოდა.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)