თბილისი, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთაგადამზადების პროგრამის " ფარგლებში რეგიონალური ღონისძიება გაიმართა. 28 ოქტომბერს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) ფორუმის მონაწილე თბილისის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის გაიმართა „მრგვალი მაგიდა" თემაზე: „თვითმმართველობის არსი და მისი ახალი სისტემა". „მრგვალ მაგიდას" საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი მამუკა აბულაძე უძღვებოდა. პრეზენტაცია საზოგადოებაში თვითმმართველობის ჩანასახიდან მოყოლებული, ევროპული და ამერიკული თვითმმართველობის განვითარების ისტორიას და საქართველოში დღეს მოქმედ თვითმმართველობის სისტემას შეეხებოდა. მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება იმ პრინციპულ განსხვავებებზე გაამახვილა, რომელსაც თვითმმართველობის ახალი კანონპროექტი -„საქართველოს თვითმმართველობის კოდექსი " ითვალისწინებს.
შეხვედრის მიზანი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის თვითმმართველობის შესახებ საჭირო ცოდნის და ინფორმაციის მიწოდებაა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში