თბილისი. 1 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა" სოფლის საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა მიზანდ ისახავდა საქართველოს სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა სერვისის ხელმისაწვდომობის საკითხის შესწავლა. კვლევა 2013 წლის ივნის–ივლისში ჩატარდა და მოიცავდა საქართველოს 10 რეგიონის 65 სოფელს. მოსახლეობა გამოიკითხა ინფრასტრუქტურული პროექტების, მიგრაციის პროცესებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების შესახებ.
კვლევა ორგანიზებული იყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი" (R-CSN) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას" ფასილიტაციით და „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის" (G-PAC) მხარდაჭრით.
წყარო:cso.ge