ლონდონში ინიციატივის „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის" ყოველწლიური სამიტის პარალელურად ონლაინ გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოკითხვამ უნდა გამოავლინოს ღია მმართველობის საუკეთესო მიღწევა საპრიზო ნომინაციაზე – „Bright Spots Prize". საქართველო წარმოდგენილია პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის დანერგვით და იბრძვის 6 სხვა ქვეყანასთან ერთად (ფილიპინები, რუმინეთი, ესტონეთი, ჩილე, მონტენეგრო, ინდონეზია და ესტონეთი). გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
შეგახსენებთ, სამიტში მონაწილეობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი იღებს, რომელმაც ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის მიღებაზე ისაუბრა.