აჭარა. „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი" იწყებს პრეზენტაციების ციკლს საჯარო სკოლებში, რომლებსაც თავად ცენტრის წარმომადგენლები ჩაატარებენ. ამ მიზნით 3 ნოემბერს ახალგაზრდებმა ცენტრის ახალი წევრებისთვის ჩაატარეს თანატოლთა ტრენინგი თემაზე: ეფექტური პრეზენტაცია, რომლის დროსაც პრაქტიკული სავარჯიშოებით მონაწილეებმა აითვისეს პრეზენტაციის გაკეთებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ღონისძიება გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ბათუმში პროექტის პარტნიორია ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი" (IJH).
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში