en
ge

„მოხალისეთა კლუბის“ საინფორმაციო შეხვედრა

იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბში „თაობათა დილოგის" პროგრამის „მოხალისეთა კლუბის" III ეტაპის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამი თვის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში შერჩეული 18 მოხალისე ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობას მიღებს საზოგადოების განვითარების პროცესში, სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ისინი უშუალოდ გაეცნობიან არასამთავრობო სექტორის მუშაობის სფეციფიკას, გაეცნობიან პიარის ტექნოლოგიებს, პროექტის წერისა და ფონდების მოძიების მეთოდიკას, ასევე კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელებას.
სამთვიანი ტრენინგის შემდეგ თითოეულ მოხალისეს გადაეცემა შესაბამისი დონის სერთიფიკატი.
პირველი და მეორე ნაკადის მოხალისეები უშუალოდ იქნებიან ჩართულები მესამე კლუბის მუშაობასა და თანატოლთა განამანთლებლობის პრინციპიდან გამომდინარე შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023