ქვემო ქართლი. საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა) 29 აგვისტოს გამართავს სემინარს თემაზე „რატომ უნდა გავხდე მოხალისე?". სემინარზე განხილული იქნება საქართველოში მოხალისეობის კულტურა, სიქა-ს ის მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს მოხალისედ მუშაობის გამოცდილებას, „ევროპული მოხალისეობრივი სერვისის" (EVS) პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობები ქართველი ახალგაზრდებისათვის.
სემინარი გაიმართება დემოკრატიული ჩართულობის რუსთავის ცენტრში.
წყარო: სიქას სოციალური ქსელის გვერდი