en
ge

შეხვედრა გორში: „ახალგაზრდები კონსტიტუციური ცვლილებებისთვის“

შიდა ქართლი. 1–2 ნოემბერს, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს გორში. ღონისძიება ჩატარდა პროექტის – „ახალგაზრდები კონსტიტუციური ცვლილებებისთვის" – ფარგლებში. სამუშაო შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ სალექციო კურსი და ჩართულიყვნენ ღია დისკუსიაში კონსტიტუციური სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებსა და კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრების ყველა მონაწილე კონსტიტუციით დასაჩუქრდა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)