თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სულხან სალაძის ბლოგპოსტი – „ორი „სიმართლე" სარეზერვო ფონდების შესახებ" – გამოაქვეყნა. „2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეებიდან მოყოლებული ხშირად საუბრობენ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული მილიონების შესახებ.
სახელისუფლებო ძალის წარმომადგენლები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების პარტიული, კონკრეტულად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ხარჯვაზე უთითებენ. სამაგიეროდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბეჯითებით აცხადებდნენ, რომ ის, რასაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აფინანსებდა, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არ გაითვალისწინეს და არც შესაბამისი ხარჯების გაღების ვალდებულება აიღო საკუთარ თავზე ვინმემ.
პოლიტიკური განცხადებების დონეზე ორივე ძალის წარმომადგენელი შეიძლება, იყოს მართალი. უფრო სწორედ, თავიანთი სიმართლე ჰქონდეთ. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ მეტნაკლები პროცენტულობით ორივე ჩვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობს", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: gyla.ge