სამეგრელო. 1 ნოემბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის იურისტებმა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით ტრენინგი გამართეს. ტრენინგს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ. მათ საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, ასევე ოფისის იურისტებმა ვრცლად მიმოიხილეს კონკრეტული საქმეები და საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები სამეგრელოსა და სვანეთში.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დაზარალებული მესაკუთრეების პრობლემას ეხება.
მსგავსი ტიპის ტრენინგებს ოფისის იურისტები ზუგდიდში მოქმედ სხვა უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებშიც გამართავენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში