en
ge

ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართა

თბილისი. 2 ნოემბერს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აშშ-ის საელჩომ მე-11 ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენას უმასპინძლა. გამოფენას 1700-ზე მეტი სტუდენტი ესტუმრა. სტუდენტები 26 ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელს შეხვდნენ და ისაუბრეს საკუთარ მომავალზე, აგრეთვე იმის შესახებ, თუ რით შეუძლიათ ამერიკულ უნივერსიტეტებს მათი დახმარება. წლევანდელი გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ აშშ-ის საელჩო და „საერთაშორისო განათლების ცენტრი", რომელიც საქართველოში ამერიკული განათლების ოფიციალური საკონსულტაციო ცენტრია. თბილისის საგანმანათლებლო გამოფენა 2013 წლის კავკასიის საგანმანათლებლო გამოფენის ნაწილია. ის ბაქოსა და ერევანშიც გაიმართა.
წყარო: აშშ–ს საელჩოს ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)