en
ge

არასამთავრობოები დავით დარახველიძეს შეხვდნენ

თბილისი. 4 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ დავით დარახველიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მინისტრმა დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განიხილა. დავით დარახველიძე და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული დოკუმენტის გაზიარება მოხდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ ეტაპის გავლის შემდეგ კი დოკუმენტი დამტკიცდება საქართველოს მთავრობოს მიერ.
დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტის დამუშავებაში 70-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და დევნილთა თემებმა მიიღეს მონაწილეობა.
წყარო:cida.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)