en
ge

აისეკ ბათუმის პრეზენტაცია

აჭარა. 4 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სართაშორისო, ახალგაზრდული ორგანიზაციის „აისეკ (AIESEC) ბათუმის" საცდელმა ლოკალურმა კომიტეტმა, სტუდნეტებს გაცვლითი პროგრამების შესახე ინფორმაცია მიაწოდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ასევე გააცნეს აისეკის მუშაობის სპეციფიკა და საზღვარგარეთ სტაჟირებაზე გაგზავნის პირობები. აისეკი ყველაზე ძველი, მასშტაბული და სტუდენტური საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელსაც წარმომადგენლები ჰყავს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამჟამად აჭარაში, კერძოდ ბათუმში, ლოკალური კომიტეტის მუშაობა საცდელი ვადით განისაზღვრება, თუმცა სამომავლოდ ორგანიზაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ „აისეკ ბათუმი" ახალგაზრდებს ლიდერული უნარების გამომუშავებაში აუცილებლად დაეხმარება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023