თბილისი. 10 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის თოჯინების თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს. ნაჩვენები იქნება „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი”. ეს იქნება პირველი ღონისძიება უსახლკაროთა თავშესაფრის კეთილმოწყობის კამპანიაში, რომელსაც „იდენტობას” პარტნიორი ორგანიზაციები და ცალკეული მოხალისეები უერთდებიან. ქველმოქედებას უერთდება მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრი „მუზა”, რომელიც სპექტაკლის გასამართად თეატრს უსასყიდლოდ დაუთმობს სივრცეს.
თბილისის თოჯინების თეატრი გაყიდული ბილეთებიდან შემოსულ თანხას მთლიანად გადარიცხავს თავშესაფრის კეთილმოწყობისათვის შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 555 32 20 12; 599 72 43 98;
წყარო: ginsc.net