თბილისი. 5 ნოემბერს ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმდჯომარემ გელა კვაშილავამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე „საგზაო უსაფრთხოება და ჩემი სამყარო" გამართა. პრეზენტაციის დროს ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვნენ საგზაო უსაფრთხოების საკითხის განხილვაში და წარმოადგინეს თავიანთი ხედვა.
შეხვედრის დროს ახალგაზრდებმა სურვილი გამოთქვეს მიიღონ აქტიური მონაწილეობა საგზაო უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტაში. „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" მომავალშიც გააგრძელებს შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით, რათა მოქალაქეებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში უსაფრთხო გზებისა და ტრანსპორტის განვითარებას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში