იმერეთი. 4-5 ნოემბერს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისათვის ორგანიზება გაუკეთდა სასწავლო ვიზიტს საქართველოს პარლამენტში. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებს გაეცნოთ საქართველოს პარლამენტი, მისია და სტრუქტურა, მოესმინათ უახლესი ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ.
სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს მასპინძლობას პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ნელი რაინგოლდი უწევდა. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს პარლამენტის ახალი შენობა, მოისმინეს მინი-ლექცია პარლამენტის ფუნქციების, სტრუქტურის, დეპარტამენტების, არქიტექტურის შესახებ.
სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში