en
ge

ორგანიზაციამ „შშმ პირთათვის“ საზოგადოებას კვლევის შედეგები წარუდგინა

აჭარა. 5 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ კვლევის შედეგები გამოქვეყნა, რომლის მიხედვით, აჭარაში ეტლით მოსარგებლე პირების უმრავლესობა უკმაყოფილებას გამოთქვამს ტენდერით შესყიდული ეტლების გამო. კვლევის ავტორები ჯანდაცვის სამინისტროს უფრო მაღალხარისხიანი და შედარებით ძვირადღირებული ეტლების შესაძენად თანაგადახდის ან განვადების პრინციპს სთავაზობენ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ძვირადღირებული ეტლების შეძენის საშულებას სამინისტროს შესყიდვის არსებული წესი არ იძლეოდა. მისი შეცვლა სამინისტროში 2014 წლამდე იგეგმება, რის შემდეგაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სასურველი ეტლების შესაძენად ვაუჩერები გაიცემა. აღნიშულ შეხვედრას ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წევრები, შშმ პირები და მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)