აჭარა. 5 ნოემებრს, ბათუმის პრესკაფეში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ორგანიზებით ფოტო გამოფენა გაიმართა. ამჯერად დამთვალიერებელმა ჟურნალისტ მანანა ქველიაშვილის ფოტოები იხილა. ფოტოგამოფენის დროს ასევე აჩვენეს პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეო პორტრეტი მოყვარულ ფოტოგრაფზე და ასევე, რეჟისორ კიმ კი დუკის ფილმი „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და კვლავ გაზაფხული". პროექტის მიზანია ბათუმში მოქმედი ფოტოხელოვანების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. პროექტის მხარდამჭერია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.