იმერეთი. 4 ნოემბერს, ქუთაისში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში იმერეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის რეგიონალური მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო „თვითმმართველობის არსი და მისი განვითარების ეტაპები" და მას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს წევრი უძღვებოდა. მან ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ქალაქის, სოფლის, თემის განვითარებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის აქტივობა და მონაწილეობა მათივე საჭიროებების და პრობლემების მოსაგვარებლად. შეხვედრის მონაწილეებს მან თვითმმართველობის ახალი კანონპროექტი - „საქართველოს თვითმმართველობის კოდექსი" გააცნო და მასში გათვალისწინებულ ძირეულ ცვლილებებზე ესაუბრა.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სოფლის თვითმმართველობის საკითხებზე გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები.
წყარო:ტრენინგისა და კონსულტაციების ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში