თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს იმ საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების მონიტორინგს, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება. ინსტიტუტი ამჯერად საზოგადოებას სთავაზობს თვითმმართველი ერთეულის საკრებულოების მიერ დღეის მდგომარეობით მიღებული სტანდარტების შესაბამისობის ანალიზს.
„სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დღეს უკვე არსებობს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, რომელიც შემუშავებული იქნა სამოქალაქო საზოგადოების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით, თვითმმართველი ერთეულების მიერ მიღებული დოკუმენტები მის ძალზედ შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიებს წარმოადგენს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: opendatablog.wordpress.com