en
ge

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს

თბილისი. კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" განცხადებას ავრცელებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის" „ აპროტესტებს აჭარის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულიად უგულებელყო „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი და დაარღვია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევის ამ კანონით განსაზღვრული კვოტირების სისტემა. აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია „ქართული ოცნების" დეპუტაციამ უმრავლესობის გარეთ დარჩენილ დეპუტატებს არ მისცა საშუალება მრჩეველთა საბჭოს წევრებად აერჩიათ უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატებიც, როგორც ამას „მაუწყებლობის შესახებ" კანონი მოითხოვს. 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებითაჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდა ერთპარტიული ნიშნით", ნათქვამია განცხადებაში.
კოალიცია გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
სრულად
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)