თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს, რომელიც სხვადასხვა კომპანიების მიერ სპამ SMS რეკლამებს ეხება. „კომპანიები განაგრძობენ სპამ SMS რეკლამების გზავნას, რითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს არღვევენ. გვსურს მოვუწოდოთ მათ პატივი სცენ კანონს, ასევე იზრუნონ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე. სწორედ ამიტომ, შევაგროვეთ და ვაქვეყნებთ იმ კომპანიათა სიას, რომლებიც საკანონმდებლო ნორმებს უგულვებელყოფენ", ნათქვამია ბლოგპოსტში
წყარო: transparency.ge