en
ge

შეხვედრა ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ

კახეთი. 6 ნოემბერს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ნიდერლანდების ინსტიტუტის – მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის."
საინფორმაციო შეხვედრას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დაესწრო არასამთავრობო ორგანიზაცია - საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე, ასევე სოფელ გულგულას მოსახლეობა, რომელსაც თელავის ცენტრალური ნაგავსაყრელი ზიანს აყენებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა თუ რა არის ნარჩენების მდგრადი მართვა, დამსწრე საზოგადოებას გაეწია კონსულტირებაც.
ეთერ ფანგანი, პროექტის თანაავტორი: „ჩვენი პროექტი „ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის" მიზნად ისახავს, რამდენიმე აქტოვობას. პირელი მათგანი ითვალისწინებს თვითმმართველ ორგანოებთან თანამშრომლობას, შეიქმნება სპეციალური კომისიები, რომელიც იმუშავებს ნარჩენების მართვის გეგმაზე. მეორე ნაწილი საზოგადოების ინფორმირების საკითხზე იმუშავებს თუ რა საფრთხეების წინაშე დგას გარემო და რამდენად მნივეშვენლოვანია ნარჩენების მართვა და სწორი გადამუშავება".
პროექტი „ნარჩენების მდგრადი მართვა ჯანსაღი მომავლისთვის" კახეთის რეგიონის მასშტაბით ხორციელდება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)