ორგანიზაცია სიდამ ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში სოციალურად დაუცველ ოჯახებს მეფუტკრეობაში ტრენინგი ჩაუტარა. ღონისძიება განხორციელდა პროექტის – „შემოსავლების ზრდის ხელშეწობა მოწყლვადი ოჯახებისა და ინდივიდებისათვის" – ფარგლებში. ტრენინგი ჩატარდა ავლევში, ტირძნისსა და ანანურში და მას 11 სოციალურად დაუცველი დაესწრო.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს სკების მომზადება შემოდგომა–ზამთრის პერიოდისათვის. ტრენინგის პირველი ნაწილი იყო თეორიული, მეორე კი პრაქტიკული, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ენახათ და პრაქტიკულად განეხორციელებინათ თეორულად ნასწავლი საკითხები.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში