კახეთი. 6 ნოემბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ლიდერთა სკოლის ტრენინგი თემაზე ,,თვითგამოხატვა და იმიჯი" .
აღნიშნული ტრენინგი საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონის საკრებულოს წევრ ქალბატონებს გაეროს მხარდაჭერით უტარდებათ.
ლიდერთა სკოლის ტრენინგების მიზანია ხელი შეუწყობს ქალბატონებს ლიდერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და გააქტიურებაში.
ნინო ჭანტურაია, ტრენერი: ,,მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფის ასოციაცია, საქართველოს მასშტაბით, საკრებულოს წევრ ყველა ქალბატონს, ატარებს ლიდერთა სკოლის ტრენინგებს გაეროს მხარდაჭერით. შეხვედრების მიზანია, ქალაბტონებს გამოუმუშავდეთ ლიდერული უნარ-ჩვევები".