en
ge

ახალგაზრდული გაზეთი – „თიანეთის მომავალი“

მცხეთა–მთიანეთი. ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით თიანეთში ახალგაზრდული გაზეთი გამოიცა. „თიანეთის მომავლის" - სარედაქციო კოლეგია ადგილობრივი ახალგაზრდებისგან დაკომპლექტდა. ისინი ყოველთვიურად მოამზადებენ გაზეთის ახალ ნომრებს და რაიონის მასშტაბით ყველა სოფელში გაავრცელებენ. 
„ფონდის მიერ დაფინანსდა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კომუნიკაციის საშუალებების ზრდას, საჭირო ინფორმაციის ყველაზე უფრო შორეულ სოფლამდე მიტანას, ადგილობრივი ახალგაზრდა პოეტების, მწერლების მიერ შექმნილი ნაწარმოებების გაზეთში განთავსებას, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიცნოს და დააფასოს მათი შემოქმედება", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023