თბილისი. ორგანიზაცია „იდენტობამ" 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებით მთავარ პროკურორს მიმართა. „17 მაისს ჩვენს მიერ დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის დარბევის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოებისა და პროკურატურის თანამშრომლებმა მხოლოდ 4 პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა მოახერხეს. ზემოხსენებული გარემოება, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენს გაკვირვებას იწვევს. არსებობს უამრავი ვიდეოჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია კერძო პირთა დანაშაულებრივი ქმედებები. ...ხელისფლების აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან არ არსებობს კანონის უზენაესობის დაცვის სათანადო მზაობა კონკტრეტულად ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლებთან მიმართებით, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეს არ არის პოლიტიკურად მომგებიანი. უფრო მეტიც, სასამართლო ორგანოები არ არიან დამოუკიდებლები, რადგან ვერ ბედავენ სასულიერო პირთა გასამართლებას", ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციამ განცხადებას ვიდეო დისკი დაურთო, რომელზეც „აღბეჭდილია ის ვიდეოკადრები, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ გამოძიების ჩატარებაში".
წყარო: identoba.com