en
ge

საია თბილისის საკრებულოდან თანამშრომლების გათავისუფლებას ეხმიანება

თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საკრებულოდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტს ეხმიანება. ორგანიზაციას 7 ოქტომბერს საკრებულოს 22–მა ყოფილმა თანამშრომელმა მიმართა. „განცხადებაში მათ მიუთითეს, რომ სექტემბერში სამსახურიდან გათავისუფლდნენ საკრებულოში განხორციელებული სტრუქტურული რეორგანიზაციის მოტივით და ითხოვეს გათავისუფლების კანონიერების საკითხის შესწავლა. საიამ შეისწავლა ზემოაღნიშნულ პირთა განცხადება, მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, საკრებულოდან გამოთხოვნილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რის საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მითითებულ პირთა გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა...", ნათქვამია საიას გამოხმაურებაში. სადაც, ასევე ასახულია ის გარემოებები, რომელსაც ემყარება ორგანიზაციის მოსაზრება.
სრულად
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)