en
ge

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა

თბილისი. 5–6 ნოემბერს, სამოქალაქო საოზგადოების ინსტიტუტის პროგრამის – „შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა" – ფარგლებში რიგით მესამე ტრენინგ–მოდული გაიმართა, რომელიც პროექტის ინდიკატორების შემუშავებას ეხებოდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შედეგზე ორიენტირებული მართვის ახალ ინსტრუმენტებსა და მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ. მოდულის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პროექტის ინდიკატორების ცხრილის, ლოგიკური ჩარჩოსა და შედეგების ჯაჭვის ინსტრუმენტების გაცნობა.
პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ხუთ საპილოტე ორგანიზაციას უკვე ჩაუტარდა ორი ტრენინგ–მოდული სისტემური ცვლილებებისა და მონაწილეობის, ასევე პროექტის დაგეგმვის შესახებ.
პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით. ფინასურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს Bread for the World, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდა" პროექტის ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)