en
ge

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის განცხადება

თბილისი. ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციამ" 7 ნოემბერს განცხადება გაავრცელა. ორგანიზაცია „გმობს ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტს, აქედან გამომდინარე იხსენებს 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ არაერთ უკანონო ქმედებას. აღსანიშნავია, რომ დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებები. მშვიდობიანი დემონტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული იყო იმ დროინდელი ხელისუფლების მხრიდან არაპროპორციული ძალა, დაფიქსირდა ადამიანის ღირსების შელახვის არაერთი ფაქტი, მოხდა კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა, რაც აისახა დამოუკიდებელი ტელეკომპანიების დარბევასა და ჟურნალისტურ საქმიანობის ხელშეშლაში. ამავდროულად, დღემდე არ მომხდარა ზემოხსენებული ფაქტების სრულფასოვნად გამოძიება, რაც ჩვენს უკიდურეს შეშფოთებას იწვევს", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)