სამეგრელო. 7 ნოემბერს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის „ორტუსის" წევრებმა, ოდიშის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს თანატოლთა ტრენინგი, თემაზე „ეფექტური კომუნიკაცია". ტრენერებმა მსმენელებს მიაწოდეს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხის შესახებ და მოსწავლეებმა იმსჯელეს და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ეფექტური კომუნიკაციის საკითხებზე. ასევე ტრენინგზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კითხვის დასმის ტექნიკები და კომუნიკაციის სახეები.
შეხვედრა გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში