იმერეთი. 7 ნოემბერს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის, სოფელ კურსების საჯარო სკოლის, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს თავიანთ სკოლაში. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვებული ტანსაცმელი და ტკბილეული თერჯოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრს გადასცეს, კლუბის წევრებმა დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად ხატვის დღე მოაწყვეს.
წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი