შიდა ქართლი. რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქას ორგანიზებით, რუსთავისა და მარტყოფის სკოლების სამოქალაქო კლუბის წევრები წარმატებულ სპორტსმენს, ყოფილ რაგბისტს, ამჟამად რუსთავის რაგბის ნაკრების მწვრთნელს პალიკო ჯიმშელაძეს შეხვდნენ. შეხვედრისას დისკუსია გაიმართა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ. სტუმარმა მოსწავლეებს სიურპრიზი მოუწყო და საქართველოს რაგბის ფედერაციის სახელით საქართველო–ამერიკის მატჩზე დასასწრები ბილეთები გადასცა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში