აჭარა. 29 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა, გამართა ბირთვული იარაღის ტესტირების წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე _ „ბირთვული ტესტირება და საზოგადოება". კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლების, სამოქალაქო კლუბის წევრები.
კონფერენცია ჩატარდა „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგდთა გადამზადების პროგრამის" ფარგლებში, ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის ეგიდით.
აღნიშნული პროგრამა დაფინანსებული USAID-ის მიერ.