en
ge

ახალგაზრდა ადვოკატები პრეზიდენტის მიერ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე

თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველებს, ორმაგი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას ახორციელებს. 
„ახალგაზრდა ადვოკატები" მიიჩნევენ, რომ „ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და მხოლოდ პიარისთვის გამიზნული ნაბიჯია, რაც შესაძლოა მძიმე შედეგების მომტანი გახდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს პრეზიდენტს მსგავსი მასშტაბური ქმედება 2004 წლიდან არასდროს განუხორციელებია...
ორგანიზაცია მიიჩნევს რომ ინიციატივის განხორციელება არ არის მიზანშეწონილი და მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს არ განახორციელოს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება. პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციასა და მოქალაქეობის ინსტიტუტს და შეაჩეროს უფლების ბოროტად გამოყენება, რომელიც არ პასუხობს არც საზოგადოების ინტერესებს და არც კანონით დადგენილ წესებს", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)