თბილისი. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და კონსტიტუციის 42–ე მუხლი საქართველოს პროკურატურას მიმართავენ. ორგანიზაციები დაინტერესდნენ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, „რომლის თანახმადაც შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ზაალ ადამიამ მოქალაქე ვასილ ლომსაძე ცემა. პარალელურად საიას გაცხადებით მომართა ვასილ ლომსაძემ, სადაც მიუთითა, ანალოგიური ინფორმაცია და მოითხოვა დახმარება", ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე.
ორგანიზაციებმა შეისწავლეს აღნიშნული საქმის მასალები, შესაბამისი გარემოებები ასახეს ვებგვერდზე და რომელზე დაყრნდობითაც მოუწოდებენ პროკურატურას დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის პირდაპირი მოთხოვნა და თავად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი. „...ვასილ ლომსაძის და დაცვის მხარის მიერ გამოკითხული რამოდენიმე მოქალაქის მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაუშვებელია რეაგირების გარეშე დარჩეს...", ნათქვამია ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge