en
ge

მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

თბილისი. 8 ნოემბერს სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის მონიტორინგის მორიგი შუალედური შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. მონიტორინგი „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში პროფესიული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედია გაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგის გზით და მედია კანონმდებლობის გაუმჯობესებაა.
პროგრამის ფარგლებში, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) სატელევიზიო არხების 16 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, „სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED) კი ამავე პერიოდის ბეჭდურ მედიის მონიტორინგის შედეგები. 18 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე რადიომონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია „ინტერნიუსი-საქართველომ" წარმოადგინა. ამავე პერიოდში „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი" (CDI) ონლაინგამოცემებს აკვირდებოდა.
სრულად
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)