en
ge

ეროვნული პლატფორმა განცხადებას ავრცელებს

თბილისი. 29 აგვისტოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს პლატფორმამ, საქართველოში წინასაარჩევნო მედია გარემოს შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა. „საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი ეტაპია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. შესაბამისად, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს, ჯანსაღი მედია გარემო კი, ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია" –  ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გარკვეული გაუმჯობესებაა მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით, თუმცა  მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხი კვლავ გამოწვევად რჩება. განცხადებაში ასევე საუბარია must carry–ისა და  must offer–ის მოქმედების ვადებზე, ტელეკომპანია „მაესტროს" სატელიტური თეფშების დაყადაღების საკითხსა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშემშლელ ფაქტებზე და ა.შ.
ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს შესაბამისი ზომები. ასევე, მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებსა და საერთაშორისო წარმომადგენლობებს აღნიშნული საკითხები, ხელისუფლებასთან ოფიციალური კომუნიკაციისას, პრიორიტეტულად განიხილონ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)