en
ge

„იპოთეკასთან დაკავშირებული რეგულაციები მოქალაქეებს დააზარალებს“

თბილისი. დემოკრატიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება – „იპოთეკასთან დაკავშირებული რეგულაციები მოქალაქეებს დააზარალებს" – გაავრცელა. განცხადებაში საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ინიცირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. „ჩვენი მიზანია შევახსენოთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულება და მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავოს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შემოღებასთან დაკავშირებით, კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების პროცესში მჭიდროდ ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩაატაროს შესაბამისი კვლევა, მოახდინოს მოქალაქეთა მოთხოვნებზე ადექვატური სამართლებრივი რეაგირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, გაიაროს კონსულტაციები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვალიფიციურ კადრთან, რომლის წილი უდიდესია ქვეყნის წინსვლასა და უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებაში", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად
წყარო: ncdd.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)