აჭარა. 7 ნოემბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, თემაზე: საზოგადოერივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს არჩვენები. შეხვედრას ადგილობრივის საზოგადოებირი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მომხსენებლები აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი აკაკი ძნელაძე და პეტრე ზამბახიძე გახდნენ. საზოგადოერივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრის ვინაობა ცნობილია. მაუწყებლის პრიორიტეტებს ერთობლივად ნატა იმედაიშვილი, ზაზა ხალვაში, გიორგი ირემაძე, ვახტანგ ღლონტი და ოლღა ჟღენტი განსაზღვრავენ.
დისკუსია შეეხო სწორედ მაუწყელის მრჩეველთა საბჭოს წევრთა არჩევას.