თბილისი. 10 ნოემბერს ახალგაზრდა ადვოკატებმა თბილისის მაღალსართულიან ბინებში ლიფტების გამართულობისა და მომსახურე კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხებზე პრესკონფერენცია გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ „მაღალსართულიან ბინებში ლიფტების გამართულობაზე პასუხისმგებელი კომპანიები თბილისის მერიასთან დაახლოებული ჯგუფების ხელშია და „ლიფტების საქმიდან" შემოსული ფინანსების გამჭვირვალობა და ხარჯვითი ნაწილი, კორუფციულ ნიშნებს ატარებს... მოშლილია იმის კონტროლიც, თუ ერთი კვირის განმავლობაში, რამდენჯერ ივსება ლიფტის ყულაბები, რამდენია მისი შემოსავალი და ხდება თუ არა ამ შემოსავლების შესაბამისად, კომპანიების მხრიდან ბიუჯეტში გადასახადების გადახდა", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალგაზრდა ადვოკატები დედაქალაქის თვითმმართველობას პრობლემის გადაჭრის ერთ–ერთ გზასაც სთავაზობს: „მოსახლეობას საშუალება მიეცეს მგზავრობისას ლიფტით მომსახურების საფასური გადაიხადოს მეტრომანის ბარათებით. მსგავსი სისტემა უფრო მოსახერხებელი იქნება მოქალაქეებისთვის და ხელს შეუწყობს გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალოიბებას".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში