en
ge

ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“

თბილისი. ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" ორგანიზებით ახალშობილ ბავშვებს ავტომობილში დამჭერი სპეციალური სავარძლები გადაეცათ. ღონისძიება გაიმართა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში. ღონისძიების მიზანი იყო ყურადღების გამახვილება ავტომობილით მგზავრობის დროს ბავშვთა სპეციალური დამჭერი სავარძლის მნიშვნელობასა და 12 წლამდე ავტომობილის წინ დასმის აკრძალვაზე.
ღონისძიება გაიმართა პროგრამის – „არასამთავრობო სექტორსა და საქართველოს პარლამენტს შორის საჯარო პოლიტიკაზე დიალოგის ხარისხის გაუმჯობესება" – ფარგლებში, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება მიეცეს სწორად დაგეგმოს და განახორციელოს ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საქმიანობა. პროგრამა ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ ევროკავშირის დაფინანსებით.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)