კახეთი. 11 ნოემბერს, თელავში, პროქტის – „კახეთის რეგიონში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა" – ფარგლებში, სოციალური საწარმოებისათვის მარკეტინგის საფუძვლებზე ტრენინგი გაიმართა. ორდღიან ტრენინგი სოფლების - ნუკრიანის, ნაფარეულისა და გულგულას სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას ეხებოდა.
როგორც სათემო განვითარების ცენტრის კულტურის პროგრამების კოორდინატორი, ნინო სანადირაძე აცხადებს, ტრენინგი ეხებოდა ფასწარმოებას, მარკეტინგის საფუძვლებსა და სარეკლამო საქმიანობის დანერგვას: „ტრენინგი მიმდინარეობდა პროექტის, ,,სოციალური საწარმოების გაძლერების ხელშეწყობა’’, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფარგლებში, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ სამი სოციალური საწარმოს განვითარებაში. ტრენინგის მთავარი ამოცანა იყო, ის რომ სამივე სახელოსნოს ერთდროულად მოესმინა ტრენინგი და დისკუსიის საშუალებით გაგვეცვალა იდეები, მოგვესმინა ერთმანეთის საჭიროებები და დაგვეგეგმა სამომავლო ღონისძიებები.’’