თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტი ტუციონალისტთა ასოციაცია 9–10 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაზე საქართველოს სახელმ წიფო დროშის ნაცვლად „გულებიანი დროშის" აღმართვის ფაქტს ეხმიანებიან და პროკურატურას მიმართავენ.
ასოციაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილებით ხელყოფილ იქნა საქართველოს სახლმწიფო სიმბოლიკა. კერძოდ, დაირღვა საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ",... იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დროულად მოხდება აღნიშნული... ფაქტის დეტალური გამოძიება და ამ გადაწყვეტილების მიმღები თითოეული პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით" .
ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები გენერალურ პროკურატურას წერილობით დღეს მიმართავენ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში