თბილისი. გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში საერთაშორისი არასამთავრობო ორგანიზაციამ „მერსი ქორსმა” და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა (CENN) დაიწყო სკოლის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია ბავშვების მიერ გარემოსდაცვით თემაზე შექმნილი ნახატები და მასში მონაწილეობას იღებენ ბავშვები საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტიდან: დედოფლისწყარო, სიღნაღი, საგარეჯო, ბოლნისი, დმანისი, მარნეული და ნინოწმინდა.
გამოფენა ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში.
გამოფენა გაგრძელდება 2 სექტემბრამდე. საგამოფენო გალერეაში – „ბაიაში”.
წყარო: CENN